იტალიის რიგით მე-12 დახმარების პაკეტი უკრაინას

12:18, 04.11.2025

იტალია მუშაობს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ომის დაწყებიდან რიგით მე-12 იქნება, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. გვიდო კროზეტოს განმარტებით, იტალიის პოზიცია უკრაინის მიმართ არ შეცვლილა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარების საკითხზე საუბრისას კი, კროზეტომ განაცხადა: „ჩვენ გავგზავნეთ ყველაფერი, რაც გვქონდა. თანაც იტალიის თავდაცვითი შესაძლებლობების შესუსტების გარეშე, რომელიც ისედაც სუსტია“.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ უკრაინას ომის დაწყებიდან დახმარების 11 პაკეტი გაუგზავნა, რომელთა საერთო ღირებულება ორ-ნახევრიდან სამ მილიონ ევრომდეა.

მსგავსი