იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება

პოლიტიკური კრიზისის გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, თუმცა, პრეზიდენტმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პრეზიდენტმა დრაგის მოუწოდა, პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად, პარლამენტს მიმართოს. მედიის ცნობით, დრაგის მთავრობა სენატში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, თუმცა, მისი მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციის მთავარი მოკავშირეა. როგორც დასავლური მედია წერს, კენჭისყრაში მონაწილეობაზე „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების უარი ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით შეღავათების კანონპროექტთან წინააღმდეგობას უკავშირდება. ეს კენჭისყრა მთავრობისადმი ნდობის საკითხს უკავშირდებოდა. მედია წერს, რომ დრაგიმ 172 ხმა მიიღო 39-ის წინააღმდეგ, მაგრამ ბოიკოტი მისი მთავრობისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს .