იტალიის ხელისუფლება ზომების გამკაცრებას გეგმავს

12:18, 20.10.2026

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ვანდალიზმისა და ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას გეგმავს, მათ შორის ძალადობაში მონაწილე არასრულწლოვანთა წინააღმდეგ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანში გამართული საპროტესტო აქციის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს და შენობები დააზიანეს. იტალიის პოლიციის ინფორმაციით, მილანში მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცველებმა 271 ახალგაზრდა დააკავეს. იტალიის ქალაქ ბოლონიის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ 17 ოქტომბრის აქციის დროს მიყენებული ზარალი დაახლოებით 250 000 ევროს შეადგენს. მინისტრებსა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ. იტალიური მედიის ინფორმაციით, მელონი არასრულწლოვანთა პრევენციული დაკავების ვადის გახანგრძლივებასა და ახალგაზრდული დაჯგუფებების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას განიხილავს. ამასთან, საგანგებო სხდომაზე კომენდანტის საათის შესაძლო დაწესებაც განიხილეს.

მსგავსი