იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი თბილისშია
მსოფლიო ჩემპიონი, იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლუკა ტონი თბილისშია. ის იტალიის სპორტის დღეების ფარგლებში „ინტერი საქართველოს“ აკადემიას ესტუმრა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხვდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი მათ საკუთარ კარიერასა და გამოცდილებაზე ესაუბრა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი თბილისში შოთა არველაძესთან, ლევან მჭედლიძესთან და ჯანო ანანიძესთან ერთად პადელის ტურნირსაც ითამაშებს. შეჯიბრის მხარდამჭერი საქართველოში იტალიის საელჩოა.