იტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

12:11, 26.01.2025

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალები საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობებს იყენებდნენ. ამგვარად, მათ შეეძლოთ მუშაობის უფლების მიღება და ასევე ესარგებლათ იმ იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. იტალიური მედიის ცნობით, თუ დადასტურდება, რომ დაკავებულები იტალიაში რეგულარული ბინადრობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.

მსგავსი