იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი რომში უკვე გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პაოლო გენტილონიმ. ექსპრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ კი მილანში მისცა ხმა. თუმცა, საარჩევნო უბანზე შესვლის დროს, მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

მოძრაობა ფემენის აქტივისტი მაგიდაზე ავიდა და ბერლუსკონის მისამართით განაცხადა, რომ ექსპრემიერმა თავისი ვადა უკვე ამოწურა. აქტივისტი, უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა ტერიტორიიდან.

საკუთარი არჩევანი გააკეთეს მოძრაობა 5 ვარსკვლავის ლიდერმა, ასევე ყოფილმა პრემიერმა მატეო რენციმ.

სულ  ქვეყნის მასშტაბით,  61 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. გამარჯვებისთვის კი 11 პარტია და ორი კოალიცია იბრძვის. ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე 23 საათზე გამოქვეყნდება. პირველადი შედეგები კი ხვალ გამთენიისას.