იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა
იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა. იგივე ზომების მიღებას აანონსებენ სხვა ევროპული სახელმწიფოებიც. მიზეზი ესპანეთში არსებული უპრეცედენტო მიგრაციული კრიზისია. ბოლო 24 საათში მაროკოდან ესპანურ ანკლავში 60 ათასამდე მიგრანტი შეიჭრა, რამაც ქალაქ სეუტაში ქაოსი გამოიწვია. არალეგალებით სავსეა ქუჩები და თავშესაფრები – მათი რაოდენობა ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ნახევარს აჭარბებს. მიგრანტების უპრეცედენტო ნაკადის შეჭრა ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ზღვაში დაკავებული მიგრანტების გამარტივებული წესით დეპორტაცია იკრძალება. მაროკოელ მიგრანტთა უმეტესობამ საზღვარი სწორედ ზღვით გადმოკვეთა. ვითარება იმდენად გართულდა, რომ ხელისუფლებამ ადგილზე წესრიგის დამყარების მიზნით არმია და სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნა. პოლიციამ და სამხედროებმა მიგრანტების დაკავება დაიწყეს, რაც შეტაკებებში გადაიზარდა, არის მსხვერპლი. სეუტაში ჩავიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი.
მიგრაციული კრიზისის ახალი ტალღა – ნახეთ მარიმ რობაქიძის რეპორტაჟში.