იტალია მიგრანტების წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც იტალიის ახალმა მემარჯვენე-პოპულისტურმა მთავრობამ ქვეყანას მიმდგარი მიგრანტებით სავსე სამი გემი უკან გააბრუნა, ევროპაში საიმიგრაციო კრიზისი კვლავ გამწვავდა.

ლიბიის სანაპირო წყლებში გადარჩენილი 600-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი კვლავ ღია ზღვაში აღმოჩნდა.

უიმედოდ დარჩენილებს პორტი ესპანეთმა გაუხსნა, სადაც ახალდაკომპლექტებული მემარცხენე ცენტრისტული მთავრობა მიგრანტების მიმართ უფრო ლიბერალური პოლიტიკით გამოირჩევა.