IT სპეციალისტების გადამზადების პროგრამა

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადება იწყება. შემოდგომიდან დაგეგმილ ტრენინგებს და სწავლებას ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ინოვაციების სააგენტო ჩაატარებს.

კვლევის ჩატარების შემდეგ მთავრობა კადრების დეფიციტზე საუბრობს. და ეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სფეროა.

ორწლიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ ბენეფიციარები საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ, რაც მუშაობის უფლებას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მისცემს.