ისტორიული შედეგი ფიგურული ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს დროშა და ჰიმნი ქალაქ შეფილდის სპორტულ არენაზე.
2026 წლის 16 იანვარი კიდევ ერთი ისტორიული თარიღი ხდება ქართული სპორტისთვის – საქართველოს ისტორიაში პირველი ოქრო ფიგურულ სრიალში წყვილთა თანრიგში. 23 წლის ლუკა ბერულავა და 20 წლის ანასტასია მეტელკინა ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მოკლე და თავისუფალ პროგრამებში მათ მსაჯებისგან ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს და საუკეთესო შედეგებით პირველი ადგილი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონატი ინგლისში მიმდინარეობს. საქართველოს ტურნირზე ექვსი მონაწილე წარმოადგენს. აქედან ორი წყვილია, დანარჩენები კი ინდივიდუალური მოასპარეზეები არიან. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღეც – ევროპის ჩემპიონის ტიტულის მიღების შანსი აქვს ნიკა ეგაძესაც, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა და ხვალ თავისუფალ პროგრამას წარადგენს. საქართველოს ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობის მრავალწლიანი ისტორია აქვს, თუმცა აქამდე, ინდივიდუალური ასპარეზობებისგან განსხვავებით, წყვილთა კატეგორიაში ოქროს მედალი არასდროს ჰქონია მიღებული.
ნახეთ ისტორიული გამოსვლა და ემოციური კადრები შეფილდიდან.