ისტორიული სასახლის რეაბილიტაცია

გარიყულას ისტორიულ სასახლეს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი და სპარსი მხატვრების მიერ მოხატული შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. თარხან-მოურავის სასახლეში პირველადი გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა „მარშალიანთ სახლად“ ცნობილი სასახლის იერსახის შესანარჩუნებლად შენობის მხოლოდ გამაგრება საკმარისი არ არის.

ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი კულტურული ცენტრიდან, რომელიც წლების წინ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილი იყო.