ისტორიული სამიტი

მრავალწლიანი დაძაბულობის და მუქარისშემცველი გზავნილების შემდეგ აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება.

ორი ქვეყნის ლიდერების ისტორიული შეხვედრა პოზიტიური განცხადებებით დასრულდა. თუ ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ბირთვული არსენალის გამოყენებით ემუქრებოდნენ, უკვე დღეს სინგაპურის ფეშენებელური სასტუმროდან ერთმანეთს საკუთარ ქვეყნებში ეპატიჟებიან.

როგორც წინასწარ ანონსდებოდა, შეხვედრის მთავარი თემა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იყო, რომლის მიმართ ვალდებულება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სანაცვლოდ კი კიმ ჩენ ინმა ტრამპისგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია მიიღო.