ისტორიული სახლის რეაბილიტაცია

ძველი თბილისის კულტურული მემკვიდრეობის კვალი თაბუკაშვილის 42 ნომერში.

1889 წელს აშენებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც სადარბაზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მხატვრობის ადრეული კომპოზიცია და ფერწერული ფენები იპოვეს. კომპოზიცია, რომელზეც წელიწადის დროებია გამოსახული, ძველი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელი მხატვრობის უნიკალური ნიმუშია. თვითნებური ჩარევის შედეგად ინტერიერის დიდი ნაწილი შეცვლილი და გადაკეთებული იყო, რის გამოც სადარბაზოს პირვანდელი იერსახე დაკარგული ჰქონდა.

სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, მხატვრობასთან ერთად პირვანდელი სახით აღდგება კარი, მოზაიკური იატაკი და ლითონის მოაჯირები.