ისტორიული რეფერენდუმი მაკედონიაში

18:18, 30.09.2018

ახალი სახელწოდება და იგივე ქვეყანა. მაკედონიაში ისტორიული რეფერენდუმი იმართება. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, გადაერქმევა თუ არა მათ სამშობლოს სახელი.

ქვეყნის მთავრობა ამტკიცებს, რომ თუ მაკედონია სახელწოდებას შეიცვლის, მისი ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუქცევადი გახდება.

მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია რუსეთი. მოსკოვში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში მაკედონიის მოქალაქეების არჩევანს დიდი ინტერესით ელოდებიან.

 

მსგავსი