ისტორიული ოქრო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე
საქართველოს ისტორიული გამარჯვება 2025 წლის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე.
გუშინ პირველი ოქროს მედალი 15 წლის მოციგურავე ინგა გურგენიძემ მოიპოვა, რომელმაც ფიგურულ ციგურაობაში, ორივე პროგრამის ჯამში 187,81 ქულა მოაგროვა და უმნიშვნელოვანეს ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ამ დრომდე ფიგურულ ციგურაობაში ჩვენი ქვეყნის ანგარიშზე სხვადასხვა წელს მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები იყო. 2025 წლის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი მასპინძლობენ. მასშტაბური სპორტული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სტუმრობს.