ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია 

21:48, 18.08.2026

სიღნაღის რაიონის სოფელ მაჩხაანში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს.

ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტი ისტორიული ნაგებობების, უნიკალური შენობების, ფასადებისა და სახურავების რესტავრაციას, გამაგრებას და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. მათ შორისაა სახალხო თეატრის ისტორიული შენობა, რომელიც წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და არ ფუნქციონირებდა. იგეგმება დაზიანებული საგზაო ქსელის აღდგენა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ასევე სარეკრეაციო სივრცეების კეთილმოწყობა. სოფელს და მის ისტორიულ შენობებში არსებულ მძიმე მდგომარეობას „მოამბემ“ არაერთი რეპორტაჟი მიუძღვნა. მოლოდინია, რომ სარეაბილიტაციო პროექტი ქვემო მაჩხაანის ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი