ისტორიული მისია მთვარეზე

კაცობრიობის ისტორიაში პირველად მთვარის „ბნელ მხარეს“ დედამიწიდან გაშვებული ხომალდი წარმატებით დაეშვა.

კოსმოსურ მისიას ჩინეთის კოსმოსური ადმინისტრაცია ახორციელებს. ჩინეთი ცდილობს, აშშ-სა და რუსეთთან ერთად კოსმოსის კვლევაში ერთ-ერთი მთვარი მოთამაშე გახდეს.

ოფიციალურმა პეკინმა 2017 წელს განაცხადა, რომ მთვარეზე ასტრონავტების გაშვება სურდა. 2020 წლიდან ქვეყანა საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობასაც იწყებს, რომელიც 2022 წლიდან უნდა ამოქმედდეს.