საქართველომ მსოფლიოს თამაშებზე ისტორიული მედალი მოიპოვა. თამაშებზე საქართველოდან არაოლიმპიური სპორტის სახეობებიდან ერთადერთი სპორტსმენი, თემურ სამხარაძე ასპარეზობდა. ქართველმა სპორტსმენმა სამჭიდის ჯამში 990 კილოგრამი მოაგროვა და ჩემპიონობა იზეიმა, რაც ისტორიული შედეგია. ქართველი ათლეტი ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს თამაშებზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.