ისტორიული კოშკების მდგომარეობა უშგულში

უშგულის თემში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. თემის ოთხი სოფლის მცხოვრებლების პრეტენზიები ისტორიული კოშკების დღევანდელ მდგომარეობას უკავშირდება. ადგილობრივები დანგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სასწრაფო გამაგრებასა და რეაბილიტაციას ითხოვენ.

რაც შეეხება სოფელ ჩაჟაშს, სადაც კოშკების რესტავრაცია უკვე მიმდინარეობს – მოსახლეობა სამუშაოებს უხარისხოდ და არასაკმარისად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ რეაბილიტირებულ ძეგლებს ისევ საფრთხე ემუქრება. უშგულში თვის ბოლოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობა აპირებს ჩასვლას.