ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზე  

ლონდონი ისტორიული გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა.

ერთ თვეში გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი უნდა დატოვოს, თუმცა გასვლის ფორმაზე დიდ ბრიტანეთში კვლავ პოლიტიკური უთანხმოებაა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ პრემიერ მეის მხრიდან ბრექსითის პირობებზე გაერთიანებასთან მიღწეული შეთანხმება დეპუტატების ნაწილს არ მოსწონს, რის გამოც ლონდონს შესაძლოა ევროკავშირში დარჩენა, ან შეთანხმების გარეშე გასვლა მოუხდეს. დღეს ახალი ვერსიებიც გახდა ცნობილი.

პრემიერ-მინისტრი ბრექსითის გადადებას არ გამორიცხავს. წინ დაძაბული კენჭისყრებია.