ისტორიული ძეგლების მდგომარეობა

2009 წელს საფრთხის შემცველი ძეგლების სიაში გადატანილი და 2016 წელს ისევ იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნებული მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მისიის მოლოდინშია. ექსპერტთა კომისიამ უნდა შეაფასოს, რა მდგომარეობაშია უძველესი ქალაქის სამი უმნიშვნელოვანესი ძეგლი:  ჯვრის, სვეტიცხოველისა და სამთავროს მონასტრები, რომლებიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან ირიცხებიან.

,,მოამბის” გადამღებმა ჯგუფმა ის გზა გაიარა, რომელსაც საქართველოში კონკრეტული მისიით ჩამოსული ექსპერტები რამდენიმე თვეში გაივლიან. თათია კუჭუხიძის რეპორტაჟიდან გაიგებთ, რომ იუნესკოს ექსპერტებს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან არც თუ სახარბიელო სურათი დახვდებათ.