თელავში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დღეს ისტორიულმა ავტომობილებმა და მოტოციკლებმა მოიყარა თავი. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერიისა და ისტორიული ავტომობილების ასოციაციის ორგანიზებით უკვე მეოთხედ იმართება. საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ისტორიული მანქანების რაოდენობა წელს ყველაზე მეტი იყო. სხვადასხვა ფერის, ფორმის, ასაკისა და შესაძლებლობების ავტომობილები დღეს განსაკუთრებით ბავშვების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი.