ისტორიული არჩევნები ზიმბაბვეში

ზიმბაბვესთვის დღევანდელი დღე ისტორიულია.

ქვეყანაში პირველად ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები რობერტ მუგაბეს გარეშე. საარჩევნო უბნები რამდენიმე წუთის წინ დაიხურა.

ხუთ მილიონზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ხმის მიცემა 11 000 საარჩევნო უბანზე შეეძლო. შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

კენჭისყრა გამორჩეულია იმითაც, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად, არჩევნებში ევროკავშირისა და აშშ-ის დამკვირვებლებს დასწრების უფლება მისცეს.

ზიმბაბვეს საარჩევნო მარათონი ნახეთ გივი ბარამიძის რეპორტაჟში.