ისტორიული აღმოჩენა რუსთავში

21:46, 01.03.2026

ახალი ქალაქი დიდი ისტორიით – თანამედროვეობისა და უძველესი ისტორიის კიდევ ერთი შეხვედრა რუსთავში. ქალაქი, სადაც ეროვნული მნიშვნელობის არაერთი საგანძურია აღმოჩენილი, ამჯერად ადრეული შუა საუკუნეების ისტორიის ახალ თავზე მოგვითხრობს. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სანაპიროს ქუჩაზე 11 ქრისტიანული სამარხი გახსნა, რომლებიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენის თანახმად, ისტორიკოსები იმდროინდელი განვითარების მნიშვნელოვან კვალზე მიუთითებენ და ვარაუდობენ, რომ IV-V საუკუნეებში რუსთავი მტკვრის ორივე სანაპიროზე გაშენებული ქალაქი იყო.

მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ რუსუდან ლოლაძისა და ირაკლი თელაურიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები

მსგავსი