ისტორიები, რომლებსაც ჯიხაშკარი ინახავს
ჭანისწყლის ხეობაში მდებარეობს სოფელი ჯიხაშკარი, რომლის სახელწოდებაც, გადმოცემის თანახმად, ჭაქვინჯის ციხესიმაგრეს უკავშირდება. სტრატეგიული მნიშვნელობის ნაგებობა მე-17 საუკუნის ძეგლად არის მოხსენიებული, თუმცა არქეოლოგიურმა გათხრებმა მშენებლობის სამი ქრონოლოგიური ფენა გამოავლინა, რაც ძეგლის გაცილებით ადრეულ პერიოდში არსებობაზე მიუთითებს.
ციხის სიახლოვეს საზაფხულო სასახლე ჰქონიათ სამეგრელოს მთავრებს. სწორედ აქ, 1813 წელს დაიბადა უკანასკნელი მთავარი, დავით ლევანის ძე დადიანი. ციხისთვის ადგილი ისე მოხერხებულადაა შერჩეული, რომ იქიდან დიდი მანძილის დაზვერვა იყო შესაძლებელი.
ლეგენდები და სინამდვილე ჯიხაშკარიდან, ნატო ბერულავასა და მურად ფარცვანიას რეპორტაჟში.