ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ 24 საათზე ნაკლებ დროში ისრაელზე რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მეორე თავდასხმა განახორციელეს. გენერალი იაჰია სარი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. მანამდე, ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. „როიტერის“ ინფორმაციით, „ჰუსიტების“ კონფლიქტში ჩართვა რეგიონულ დაძაბულობას ზრდის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ იემენის ფარგლებს მიღმა არსებულ სამიზნეებზე შეუძლიათ თავდასხმა.