ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადება

15:20, 01.03.2026

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს. შესაბამის მითითებებს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. დიპლომატიური უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს „წითელი განგაშის“ სიგნალის ჩართვის შემდეგ დაუყოვნებლივ მოძებნონ თავშესაფარი. სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში კი, შენობა მხოლოდ განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ დატოვონ. დაუშვებელია ჩამოგდებულ საფრენ აპარატთან ან სხვა მსგავს ობიექტთან მიახლოება. ასეთის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა აცნობონ პოლიციას. ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა კი, განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გასვლისგან და ტურისტულ ობიექტებზე გადაადგილებისგან. საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით ისრაელში საქართველოს საელჩოს ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

მსგავსი