ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადება
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აცხადებს, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით. მომსახურება ავტომატურია და ვიზები გაგრძელდება 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
კონკრეტულად კი სამუშაო ვიზა, ზოგადი; ტურისტული, მოხალისეობრივი, დროებითი რეზიდენტის, სტუდენტური, სასულიერო პირების ვიზა, თანმხლები ვიზა, დროებითი რეზიდენტისა და ვიზა ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში. იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.