ისრაელში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ

ახალი პოლიტიკური რეალობა ისრაელში. პრემიერ-მინისტრის რანგში ბენიამინ ნეთანიაჰუს 12- წლიანი მმართველობა შესაძლოა დასრულდეს. მთავრობის მეთაურობის რეალური შანსი მთავრობის ყოფილ წევრს და ნეთანიაჰუს ყოფილ მოკავშირეს, ბიზნესმენ ნაფტალი ბენეტის უჩნდება. ოპოზიციური ულტრა მემარჯვენე და ცენტრისტული პარტიების ლიდერებმა კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე თანხმობა განაცხადეს. მსგავსი კოალიციის შექმნას ქვეყნისთვის ეროვნულ საფრთხედ მიიჩნევს ნეთანიაჰუ. კოალიციის შექმნის მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში მოსახლეობას ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეხუთედ მოუწევს საარჩევნო უბნებთან მისვლა.