ისრაელში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, რომელიც საქართველოსთან წინა ხელისუფლების დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება; დაინტერესდება თუ არა ისრაელში მიმდინარე გამოძიება დავით კეზერაშვილით - საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის სამხედრო-ეკონომიკური საქმიანობის ანატომია

ახალი გარემოებები ისრაელში აღძრული სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც საქართველოს და წინა ხელისუფლების დროს გაფორმებულ ხელშეკრულებებს ეხება.

ისრაელის პროკურატურა დავით კეზერაშვილის ნათესავის, მიხაელ ბენიმინის და მისი სამი ბიზნეს-პარტნიორისთვის ბრალის წარდგენას გეგმავს. საქმე ეხება კომპანია „თავდაცვის ფარის“ მფლობელებს, რომლებმაც 2007-2009 წლებში საქართველოდან თავდაცვის სფეროში გაწეული კონსულტაციებისა და შეიარაღების მიყიდვისთვის შემოსავლის სახით 11-ნეხევარი მილიონი დოლარი მიიღეს. ისრაელის პროკურატურა ბიზნეს-პარტნიორებს გადასახადებისგან თავის არიდებას ედავება. საინტერესოა, დაინტერესდება თუ არა გამოძიება დავით კეზერაშვილითაც, რომელიც სადავო პერიოდში საქართველოს თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა. ამ საქმის ერთ-ერთ ეპიზოდს საქართველოც იძიებს.