ისრაელს ახალი მთავრობა ჰყავს

ისრაელს ახალი მთავრობა ჰყავს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა. 120-ადგილიან ქნესეთში მინისტრთა კაბინეტს 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ნეთანიაჰუმ სამი მთავარი პრიორიტეტი წარადგინა: ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარება – ე.წ. პერიფერიის ქვეყნის ცენტრთან დაკავშირება და ისრაელის შიდა უსაფრთხოებისა და მმართველობის აღდგენა.