ისრაელმა ოთხი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლებიდან ოთხი თავისუფალია – რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ, ისრაელის სპეციალურმა ძალებმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელიც წარმატებით დასრულდა. გათავისუფლებულებს შორის არის 25 წლის გოგონა, რომელიც ნოვას მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს და თითქმის 250 დღე ის „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებოდა.

ისრაელში ზეიმია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპერაცია ყველა მძევლის სახლში დაბრუნებამდე გაგრძელდება.