ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელმა სამხრეთ ლიბანის რამდენიმე დასახლებაზე ავიადარტყმები განახორციელა. მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება ირანთან ხელმოწერილ შეთანხმებას, დონალდ ტრამპი თეირანს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60 დღეს აძლევს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს ბევრი გემი ტოვებს და ნავთობის ფასები მალე დაეცემა. ტრამპმა ისრაელის პრემიერზეც ისაუბრა, მას მეომარი უწოდა და აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუს სათანადო დაფასება ეკუთვნის.