ისრაელმა ღაზაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზაზე იერიში მიიტანა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იერიშს, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად ხან იუნისში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 51 000-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული.