ისრაელმა ღაზა დაბომბა

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთების გაშვების შემდეგ, ისრაელის სამხედრო ავიაციამ არაბული ანკლავი დაბომბა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამიზნე რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ობიექტები გახდა. მანამდე, სასაზღვრო ზონაში პალესტინელებმა საპროტესტო აქციები გამართეს და საბურავები დაწვეს. პალესტინურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ აქციები განახლდება. ისრაელის პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, 11 პალესტინელი დაშავდა.