ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი

იერუსალიმის აღმოსავლეთიდან 70-მდე პალესტინელი ოჯახის გასახლების გეგმამ 7-წლიანი პაუზის შემდეგ ისრაელ-პალესტინას შორის კონფლიქტი უკიდურესად გაამწვავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არაბი მოსახლეობის მწვავე პროტესტი და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა, რაც ორმხრივი საჰაერო თავდასხმებით გრძელდება. საერთაშორისო საზოგადოების გზავნილი ერთია – ავია-იერიშები უნდა შეწყდეს. ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები არც სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გამორიცხავენ. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ იერუსალიმი ორივე მხარისთვის წითელი ხაზია, ანალიტიკოსები ამ ეტაპზე დათმობას არცერთი მხრიდან ელოდებიან და უმძიმესი სიტუაციის განმუხტვას მედიატორების ჩართულობით პროგნოზირებენ.