სამშვ ისრაელი და ლიბანი პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონში გამართული დისკუსია იყო პროდუქტიული,- ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ორ მთავრობას შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ამერიკის შუამავლობით უნდა იყოს მიღწეული. მოლაპარაკებების შემდეგ, შტატებში ისრაელის ელჩმა შეხვედრა „მშვიდობისთვის გამარჯვებად“ შეაფასა. მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად აღმოჩნდა, რომ მხარეები „ერთსა და იმავე მხარეს“ არიან, რაც, მისი თქმით, ყველაზე პოზიტიური შედეგია.