ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება

„ისრაელის ჯარები არ დატოვებენ ღაზის სექტორს, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება“- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ისრაელელ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს განაცხადა. გალანტის თქმით, ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება „ჰამასთან“ ბრძოლის ფონზე განხორციელდება. როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ცეცხლის შეწყვეტა ხანმოკლე იქნება.