ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა. „არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები“. „ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს“, – ამბობს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.