ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი
ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი, საქართველოში ისრაელის ელჩი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სათბური, რომელიც 2023 წელს ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. განისაზღვრა კონკრეტული ნაბიჯები, ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების ხელშესაწყობად.