ისრაელის სასაზღვრო ჯარსა და პალესტინელი აქტივისტების შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა

16:12, 31.03.2018

ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელის სასაზღვრო ჯარსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „დაბრუნების მარში“, ღაზას სექტორის საზღვართან აღმართულ მავთულხლართებთან იმართება.

პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ. ისრაელის ჯარმა საზღვართან მოახლოებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა. მას შემდეგ, რაც „დაბრუნების მარშში“ მონაწილეებს შორის რამდენიმე ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, სასაზღვრო დაცვამ მათ ცეცხლი გაუხსნა.

 

მსგავსი