ისრაელის მთავრობა მწვავე საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე ხდება – განხორციელებულ თავდასხმას 25 ადამიანი მათ შორის ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა.
იერიშის სამიზნე ნასერის საავადმყოფო იყო. დაღუპულები არიან არაერთი გავლენიანი მედია საშუალების კორესპონდენტები და ოპერატორები. რატომ გახდა შეტევის სამიზნე საავადმყოფო და ტერიტორია, რომელიც ჟურნალისტების თავშეყრის ადგილია – ეს არის კითხვა, რაც ახლა ოფიციალური თელ-ავივის მისამართით ისმის. თუმცა ისრაელის მთავრობაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალების შეტევას მედიის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ. იმავე მიზეზით ექვსი ჟურნალისტი ორი კვირის წინ დაიღუპა.