ანტისემიტიზმის გამოვლინება – ასე ფასდება ვაშინგტონში მომხდარი შემზარავი დანაშაული.
მოკლულია ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი. მკვლელობა ვაშინგტონის ცენტრში, ებრაულ მუზეუმთან მოხდა. დიპლომატიური მისიის თანამშრომლები ღონისძიებას ტოვებდნენ. 30 წლის ელიას როდრიგესი სამართალდამცავებმა თავდასხმიდან მალევე დააკავეს. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ის აყვანამდე სკანდირებდა – „თავისუფლება პალესტინას“. ისრაელის საგარეო უწყება ფაქტს ტერორისტულ შეტევად მიიჩნევს. მინისტრის ტონი დღეს განსაკუთრებით მწვავე იყო საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნების მისამართით.