ისრაელის პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანის მისამართით საგანგებო განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ისრაელი მზად არის, საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას.

ირანმა შეიარაღებული ძალები და ჯავშანტექნიკა სირიაში განალაგა. ეს ერთადერთ მიზანს – ისრაელზე თავდასხმას ემსახურება,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.

10 თებერვალს სირიის ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მფრინავმა ლაინერიდან გადმოხტომა დროულად მოასწრო.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივ მედიას დაუდასტურა, რომ ირანსა და ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების შესახებ ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.