ისრაელის პრემიერ-მინისტრის გეგმა

ისრაელის პრემიერის გეგმამ მსოფლიოში ვნებათაღელვა გამოიწვია. არსებობს საფრთხე, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ გაჟღერებულმა ინიციატივამ ისრაელ-პალესტინას შორის სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.

ქვეყნის მთავრობის მეთაურის მთავარი საარჩევნო დაპირება ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელებაა  პალესტინელებით დასახლებულ იმ ორ ტერიტორიაზე, რომლებიც ისრაელს რამდენიმე ათეული წელია, დაკავებული აქვს.

საუბარია იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე. ვითარების დაძაბვის საშიშროების გამო რეაქციები მკვეთრად ნეგატიურია გაეროს, ასევე არაბული სამყაროს მხრიდან. ნეთანიაჰუს ინიციატივა უკვე შეფასდა, როგორც ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა აპრილის საპარლამენტო არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტთან კონსულტაციისთვის ემზადება, რომელიც ხვალ სოჭში უნდა გაიმართოს.