დონალდ ტრამპის შემდეგ, ნიუ-იორკის მერად მუსლიმი ზოჰრან მამდანის არჩევით, უკმაყოფილებას არც ისრაელის მთავრობა მალავს.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილი, მეგაპოლისში მცხოვრებ ებრაელებს მოუწოდებს ქალაქი დატოვონ. როგორც ისრაელი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, მამდანის მერობის დრო ქალაქში ებრაელების უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. ზოჰრან მამადანის წინააღმდეგია აშშ-ის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპი ქალაქის ახლად არჩეულ ხელმძღვანელს „კომუნისტს“ უწოდებს და ნიუ იორკისთვის დაფინანსების შეზღუდვით იმუქრება. დისკუსიის საგანი ხდება მამდანის დაპირებაც. მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდას უოლსტრიტზე სკეპტიკურად უყურებენ.