ევაკუაცია ღაზიდან და გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისი – ბოლო კვირების საჰაერო იერიშების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორში მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას ატარებს.
ღაზაზე კონტროლის დამყარების გეგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, სისრულეში მოვიდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ქალაქ ღაზას სახიფათო საბრძოლო ზონად აცხადებს და ადგილობრივებს ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. მთავარ მიზნად თელ-ავივი, ,,ჰამასის” ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და და ,,ჰამასის” განიარაღებას ასახელებს. ისრაელის პრემიერის გადაწყვეტილებას ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან კარვების გაშლით და აქციებით აპროტესტებენ მძევლების ოჯახის წევრები. საკმაოდ მძიმეა საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება. ინტენსიურ სახმელეთო შეტევას შეცდომად მიიჩნევს ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ისრაელს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ. გაერო-ს კომისია კი თელ-ავივს გენოციდში და პალესტინელების განადგურებაში ადანაშაულებს. ისრაელიდან ყატარში ჩავიდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. სწორედ ყატარია მოლაპარაკების პროცესში შუამავალი.