ისრაელის ელჩის განცხადება გაერო-ში

გაერო-ში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მოიხსნა. აღნიშნულის შესახებ დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ნიუ იორკში დაგეგმილი მოლაპარაკებები მხოლოდ თამაშს წარმოადგენს. ამასთან, ელჩმა რამდენიმე ქვეყნის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილებას ცირკი უწოდა.