ისრაელის ახალი მთავრობა

ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების ახალი ეტაპი. ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ისრაელში ახალი მთავრობის ფორმირება მოხდა, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მდ.იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებული ებრაული დასახლებების ანექსია იქნება. გეგმა ღიად გაჟღერდა, რასაც საერთაშორისო დონეზე წინააღმდეგობა მოჰყვა. ისრაელის გეგმა რეგიონში ახალი კონფლიქტის გაჩაღების შესაძლებლობას ზრდის და რეგიონულ და გლობალურ არენაზე უკმაყოფილებას იწვევს – უკვე გაისმა მუქარაც. თუ ისრაელი ანექსიას დაიწყებს, პალესტინელებს რეგიონის რამდენიმე ქვეყანა მხარდაჭერას გამოუცხადებს.