ისრაელი სამხედრო ოპერაციას აფართოებს, შუა აღმოსავლეთში თავდასხმები გრძელდება. გუშინ გვიან ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. აფეთქებების ხმა ისმის ამ წუთებშიც. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, ისრაელის მხარე ამბობს, რომ მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ოპერაციების ხელმძღვანელი.
თამთა რუხაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში დეტალებით.